weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი გახდა

10:19 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

ნინო ბაციაშვილი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატის გამარჯვებული მეორედ გახდა. ბათუმელმა მოჭადრაკემ პირველობა საქართველოს 2017 წლის ჩემპიონ ბელა ხოტენაშვილთან ერთად გაინაწილა და ჩემპიონობა უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მოიპოვა.

მესამე ადგილზე 6 ქულით ლელა ჯავახიშვილი გავიდა. მან ბოლო ტურში, დაძაბულ პარტიაში სალომე მელია დაამარცხა.

5.5-5.5 ქულით IV-V ადგილები მერი არაბიძემ და სალომე მელიამ გაინაწილეს. აღსანიშნავია, რომ მელია მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ლიდერობდა და რომ არა ბოლო სამ ტურში განცდილი სამი მარცხი, ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იყო.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

  1. ბაციაშვილი ნინო (2504) – 7 ქულა
  2. ხოტენაშვილი ბელა (2487) – 7 ქულა
  3. ჯავახიშვილი ლელა (2463) – 6 ქულა
  4. არაბიძე მერი (2356) – 5,5 ქულა
  5. მელია სალომე (2404) – 5,5 ქულა
  6. გვეტაძე სოფიო (2297) – 4,5 ქულა
  7. მიქაძე მირანდა (2258) – 3,5 ქულ
  8. ხომერიკი ნინო (2303) – 2 ქულა
  9. ფურცელაძე მაკა (2346) – 2 ქულა
  10. წერეთელი თამარ (2332) – 2 ქულა

აქვე გეტყვით, რომ ნინო ბაციაშვილმა ამ გამარჯვებით რვა ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს და მსოფლიო რეიტინგში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]