weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

10:05 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მარცხი განიცადა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში გერმანიის ნაკრებთან ათქულიანი სხვაობით 77:87 დამარცხდა.

მატჩის უმეტესი ნაწილი სტუმართა კარნახით მიმდინარეობდა და შედეგიც ლოგიკურია. შეხვედრა ყველაზე მეტად მესამე მეოთხედის ბოლოს დაიძაბა, როდესაც მასპინძელმა ქართველებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ გერმანიის ნაკრები უშეცდომოდ თამაშობდა და შესაბამისად, ბოლო მეოთხედში სტუმრებმა მოპოვებული ჰანდიკაპი აღარ გაფლანგეს, საქართველოს ნაკრებმა კი მეტი ვერ შეძლო.

ილიას ზუროსის გუნდის რიგებში საუკეთესო კვლავ მაიკლ დიქსონი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა, 4 პასი და 1 მოხსნა შესძინა. გერმანელებმა კი უფრო გუნდურად ითამაშეს. მაგალითად საუკეთესო ქულების მხრივ ჯოშიკო საიბუ იყო (15), რომელსაც მცირედით ჩამორჩნენ რობინ ბენცინგი (14) და დანილო ბართელი (12).

საქართველოს ნაკრები G ჯგუფში 1 მოგებითა და 3 წაგებით მესამე ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 29 ივნისს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]