weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველმა მოჭიდავეებმა უკრაინაში 12 მედალი მოიპოვეს

13:32 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა კიევის საერთაშორისო ტურნირზე12 მედალი მოიპოვა. აქედან 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 152 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა მასპინძელ უკრაინას, პირველზე კი აზერბაიჯანი გავიდა 171 ქულით.

24-26 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში გამართულ რიგით 22-ე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში 29 ქვეყნის 400-ამდე ფალავანმა მიიღო მონაწილეობა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები ლევან ქავჟარაძე (67 კგ) და შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ზურაბ დათუნაშვილმა (82 კგ) მოიპოვეს, მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია კი (130 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 7 მედალია. ტურნირის ვიცე-ჩემპიონები თეიმურაზ ვანიშვილი (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ), ჯუმბერ ყველაშვილი (79 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილი (125 კგ) დაეუფლნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]