weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან გორგაძეს სუმოში ორი რანგით მაღალი წოდება მიენიჭა

10:31 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა 30 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ახალგამოქვეყნებულ რეიტინგში (ბანძუკე) მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. ტოჩინოშინი, რომელმაც იანვარში გამართულ ბაშოზე „იმპერატორის თასი“ დასავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდებით მოიგო (14 მოგება, 1 მარცხი), დასავლეთის სეკივაკეს ტიტული მიენიჭა, რაც მისი კარიერაში მეორედ მოხდა.

პრეზიდენტმა ტოჩინოშინი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდებით 2016 წლის ივლისის სუპერტურნირზე გაისარჯა და 15-დან მხოლოდ 6 ბრძოლა მოიგო, რის გამოც ისევ რიგითი მაეგაშირა გახდა. მას შემდეგ გორგაძის მაქსიმუმი კომუსუბის (მეორე რანგი) ტიტული იყო, ახლა კი მას ოძეკობისთვის (მეოთხე) ბრძოლის რეალური შანსი აქვს.

პროფესიული სუმოს მორიგი შეჯიბრი (ჰარუ ბაშო) 11-25 მარტს შედგება და მაკუუჩიში (მაღალი დივიზიონი) იოკოზუნების (უმაღლესი რანგი) წოდებებით კვლავაც კაკურიუს, ჰაკუჰოსა და კისენოსატოს ვიხილავთ, ოძეკები ტაკაიასუ და გოეიდო იქნებიან. ტოჩინოშინის გარდა სეკივაკეს წოდებით მიტაკეუმი გაირჯება, იჩინოჯო და ჩიოტაირიუ კი კომუსუბებად მოგვევლინებიან.

აქვე გეტყვით, რომ რეიტინგში მხოლოდ ნახევარი საფეხურით დაწინაურდა რანგით დაბალ დივიზიონ ძურიოში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, რომელმაც უკანასკნელ ტურნირზე მინიმალური დადებითი ბალანსი (8 მოგება და 7 მარცხი) დააფიქსირა და დასავლეთის მე-5 მაეგაშირას ნაცვლად აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირად იქცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]