გამოძახებულთგან 10 წვერი (8 ბექი და 2 მორკინალი) დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს, თითო-თითო ინგლისის პრემიერშიპიდან, ჩემპიონშიპიდან და პრო 14-ის უელსური კლუბიდანაა, 10 საფრანგეთის ტოპ 14-ში თამაშობს, 2 პრო დე2-ს წარმოადგენს, ერთი ფედერალ1-ის კლუბიდანაა, ხოლო 4 რუსეთის „კრასნოიარსკიდან“.
ბელგიას და გერმანიასთან გაფართოებულ შემადგენლობაში არ იყო და ახლა გუნდთან ერთადაა შალვა სუთიაშვილი, რომელმაც პრო დე2-ის 23-ე ტურში „დაქსს“ ლელო დაუდო და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ინგლისთან გამართული ერთობლივი ვარჯიშისას დაშავდა მეორე ხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც 4-5 თვიან რეაბილიტაციას მოითხოვს. ასევე ფეხის ტრავმა გაუმიზეზდა „ბორჯღალოსნების“ კაპიტან მერაბ შარიქაძეს, რომელიც სავარაუდოდ ნოემბერში ჩადგება მწყობრში.
აქვე გეტყვით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით საქართველო-ესპანეთის მატჩი 3 მარტს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. ბილეთები იყიდება ონლაინ (tkt.ge/rugby) და სტადიონის სალაროებში (11:00-19:00 სთ)