weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ესპანეთის წინააღმდეგ „ბორჯღალოსანთა“ გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

15:23 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 3 მარტს ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გუნდი 29 მორაგბისგან შედგება, რომელთაგან 13 ბექია, ხოლო 16 - მორკინალი.

გამოძახებულთგან 10 წვერი (8 ბექი და 2 მორკინალი) დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს, თითო-თითო ინგლისის პრემიერშიპიდან, ჩემპიონშიპიდან და პრო 14-ის უელსური კლუბიდანაა, 10 საფრანგეთის ტოპ 14-ში თამაშობს, 2 პრო დე2-ს წარმოადგენს, ერთი ფედერალ1-ის კლუბიდანაა, ხოლო 4 რუსეთის „კრასნოიარსკიდან“.

ბელგიას და გერმანიასთან გაფართოებულ შემადგენლობაში არ იყო და ახლა გუნდთან ერთადაა შალვა სუთიაშვილი, რომელმაც პრო დე2-ის 23-ე ტურში „დაქსს“ ლელო დაუდო და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ინგლისთან გამართული ერთობლივი ვარჯიშისას დაშავდა მეორე ხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც 4-5 თვიან რეაბილიტაციას მოითხოვს. ასევე ფეხის ტრავმა გაუმიზეზდა „ბორჯღალოსნების“ კაპიტან მერაბ შარიქაძეს, რომელიც სავარაუდოდ ნოემბერში ჩადგება მწყობრში.

აქვე გეტყვით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით საქართველო-ესპანეთის მატჩი 3 მარტს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. ბილეთები იყიდება ონლაინ (tkt.ge/rugby) და სტადიონის სალაროებში (11:00-19:00 სთ)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]