weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი ქვილითაიას გოლი ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა

10:35 პარასკევი, 02 მარტი 2018

ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის საუკეთესო გოლად ვენის „რაპიდის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას გოლი დასახელდა, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრმა „ლასკს“ გაუტანა.

ქვილითაიამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ტურის საუკეთესო გოლად მისი მეორე გოლი აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის ცენტრფორვარდმა რამდენიმე დღის წინ ავსტრიის თასზეც გაიტანა გამარჯვების გოლი.

24 ტურის შემდეგ 39 ქულით ვენის „რაპიდი“ 10–გუნდიან ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]