შენგელიამ 28 წუთში 15 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, 12-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. შეუჩერებელი „თოკომოტივი”მატჩის საუკეთესო კალათბურთელი (MVP) გახდა.
ბასკები მთელი თამაში დომინირებდნენ და წარმატებასაც ლოგიკურად უწიეს. პირველი მეოთხედი 8 ქულით დათმეს, მაგრამ მეორე და მესამე მეოთხედში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს (26:13, 25:13). შესაბამისად, მატჩის ბედიც დასკვნითი ათწუთეულის წინ გარკვეული გახლდათ.
„ბასკონიას” 24 ტურის შემდეგ 11 მოგებითა და 13 წაგებით მეცხრე ადგილი უკავია და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის. ესპანური გუნდი მომდევნო ტურში 8 მარტს, სტუმრად „ვალენსიას” გაეჯიბრება.