weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ფიორენტინას“ კაპიტანი დავიდე ასტორი გარდაცვლილი იპოვეს

17:26 კვირა, 04 მარტი 2018

ფლორენციის „ფიორენტინას“ კაპიტანი დავიდე ასტორი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხბურთელი დღეს ქალაქ უდინეში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელი სავარაუდოდ, ძილში დაიღუპა. 

ფლორენციული კლუბი უდინეში ადგილობრივ გუნდ „უდინეზესთან“ სათამაშოდ იყო ჩასული. მომხდარის გამო, იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის ყველა მატჩი გადაიდო.

ამპლუით ცენტრალური მცველი ასტორი „მილანის“ აღზრდილი იყო. 2008 წლიდან 2016 წლამდე „კალიარიში“ თამაშობდა, ერთი კი სეზონი „რომაში“ გაატარა. „ფიორენტინაში“ იგი 2015 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 106 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 2011-2017 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებში 14 შეხვედრა ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]