ფლორენციული კლუბი უდინეში ადგილობრივ გუნდ „უდინეზესთან“ სათამაშოდ იყო ჩასული. მომხდარის გამო, იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის ყველა მატჩი გადაიდო.
ამპლუით ცენტრალური მცველი ასტორი „მილანის“ აღზრდილი იყო. 2008 წლიდან 2016 წლამდე „კალიარიში“ თამაშობდა, ერთი კი სეზონი „რომაში“ გაატარა. „ფიორენტინაში“ იგი 2015 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 106 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 2011-2017 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებში 14 შეხვედრა ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.