ალბომის რედაქტორი გია ტუხაშვილია. მასში წარმოდგენილი ფოტო-შედევრები პროფესიონალი ოსტატის თვალით დანახულ სპორტის სამყაროს ასახავს, რომელშიც ნათლად ჩანს ემოცია, დინამიკა, აზარტი და სხვა ასპექტები.
ალექსანდრე კოტორაშვილი დაჯილდოებულია ღირსების მედლითა და ღირსების ორდენით, მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება, არის ალექსანდრე როინიშვილის პრემიის, მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემიისა და საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი.