weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„იუვენტუსი“ სტუმრად „ტოტენჰემის“ დამარცხებით მეოთხედფინალში გავიდა

10:54 ხუთშაბათი, 08 მარტი 2018

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი განმეორებითი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. უდიდეს ინტერესს იწვევდა ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ დაპირისპირება, რომელმაც მოლოდინი სრულად გაამართლა.

სამი კვირის წინ საკუთარ კედლებში ნათამაშები უხვგოლიანი ყაიმის (2:2) შემდეგ იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსს“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ლონდონის ლეგენდარულ სარბიელ „უემბლიზე“ რთული ამოცანა ჰქონდა შესასრულებელი, რასაც თავი სამწუთიან ინტერვალში შესრულები ე.წ. ქამ-ბექით გაართვა. მაურისიო პოჩეტინოს ლონდონური კლუბი ურიგოდ არ გამოიყურებოდა და დიდი ხნის განმავლობაში არათუ ამარცხებდა ტურინელებს, არამედ სათამაშო ასპექტებითაც სჯობდა მასიმილიანო ალეგრის გუნდს, თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, მეორე ტაიმის მოკლე მონაკვეთში არგენტინელმა ფორვარდებმა, გონსალო იგუაინმა და პაულო დიბალამ „დეზებს“ ორი გოლი გაუტანეს და „იუვე“ მეოთხედფინალში გაიყვანეს.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

მოულოდნელი შედეგით დასრულდა პარალელურად მიმდინარე შეხვედრა. შვეიცარიაში სტუმრად დიდი ანგარიშით გამარჯვების (4:0) შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ საშინაო შეხვედრას უგულოდ მოეკიდა და „ბაზელთან“ დამარცხდა. პირველი გოლი „სიტის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა გაბრიელ ჟეზუსმა მე-8 წუთზე გაიტანა, რასაც შვეიცარიის ჩემპიონმა 10 წუთში უპასუხა, გამარჯვების გოლი კი მიხაელ ლანგმა მეორე ნახევარში გაიტანა, რაც მხოლოდ პრესტიჟის მომტანი გამოდგა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]