weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

კვერკველიას გუნდი მადრიდში დამარცხდა

10:53 პარასკევი, 09 მარტი 2018

ევროპა ლიგაზე პირველი მერვედფინალური შეხვედრები შედგა, მათ შორის მატჩი სტუმრად გამართა მოსკოვის „ლოკომოტივმა“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი სოლომონ კვერკველია ასპარეზობს.

მოსკოველ „რკინიგზელებს“ მერვედფინალურ კენჭისყრაში არ გაუმართლათ და ძლიერ მეტოქეს, მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდნენ. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს კვერკველიას გუნდს და რუსეთის ჩემპიონატის ლიდერი კლუბი ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდეს. დიეგო სიმეონეს გუნდმა ტაიმი საულ ნიგესის ულამაზესი გოლით მოიგეს, რომელმაც 22-ე წუთზე დაახლოებით 35 მეტრიდან უძლიერესად და ამავდროულად უზუსტესად გაისროლა. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დიეგო კოსტამ დამატებაზე იყოჩაღა და მეორე ბურთიც გაიტანა, ხოლო 90-ე წუთზე მიხაილ ლისოვმა საკუთარ ნახევარზე დაკარგა ბურთი, შეტევა ხუანფრანმა განაგრძო და გადაცემა საჯარიმოში გააკეთა, სადაც სოლომონ კვერკველიას კოკემ დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

საპასუხო შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში შედგება. ევროპა ლიგის ერთადერთი ქართველი მონაწილის გუნდი „ატლეტიკოს“ მოსკოვში დაუხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]