„ბორჯღალოსნები“ პირველი ტაიმი 7:9 წააგეს, რადგან მათ თამაშში უამრავი წუნი იყო. პირველ ნახევარში ლელო ანტონ ფეიქრიშვილმა დადო, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა შეასრულა.
მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნებმა“ თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოასწორეს. რუსეთმა ქულის აღება ვეღარ შეძლო, საქართველოს ნაკრებმა კი სამი ლელო (ნემსაძე, გაჩეჩილაძე, სიჭინავა) და ორი გარდასახვა (ორივე მათიაშვილი) შემატა საკუთარ აქტივს და ბონუსით გამარჯვება გაიფორმა.
რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთშეხვედრებს, „ბორჯღალოსნებმა“ აქამდე გამართული 23 შეხვედრის თავზე „დათვები“ 22-ედ დაამარცხეს.