weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ გახდა

10:42 ორშაბათი, 22 მაისი 2017

ტურინის „იუვენტუსმა“ 2016-2017 წლების სერია A-ს ბოლოსწინა ტურში საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „კროტონე“ 3:0 დაამარცხა და რადგანაც უახლოესი მდევარი „რომა“ მას 4 ქულით ჩამორჩება, იტალიის ჩემპიონის ტიტული მიჯრით მეექვსედ, ჯამში კი 33-ედ მოიპოვა - „იუვენტუსის“ ორივე მიღწევა ქვეყნის ისტორიაში რეკორდულია.

აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ტურინელთა ლეგენდად ქცეული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონიც - 39 წლის გოლკიპერმა კარიერაში მერვედ მოიგო იტალიის ჩემპიონატი (2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017 წლებში) და ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. აქამდე სარეკორდო შვიდი სკუდეტო გახლდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბუფონის ხსენებულ ტიტულებში არ შედის „იუვენტუსის“ მიერ 2005 და 2006 წლებში მოგებული და შემდეგ ჩამორთმეული ჩემპიონობები.

„ბუფონის გარდა „ბებერი სინიორას“ ზედიზედ ექვსჯერ გაჩემპიონება კლუბთან ერთად მეექვსედ იზეიმეს შემდეგმა ფეხბურთელებმა: ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო მარკიზიო და შტეფან ლიხტშტაინერი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]