weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რომის მასტერსის ფინალში ალექსანდერ ზვერევმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა

11:09 ორშაბათი, 22 მაისი 2017

რომის მასტერსის ფინალში 20 წლის გერმანელმა ალექსანდერ ზვერევმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:4, 6:3 დაამარცხა. ზვერევმა ხუთიდან სამი ბრეიკი შეასრულა, „ნოლეს“ კი რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია.

საინტერესოა, რომ ზვერევი ჯოკოვიჩის შემდეგ (2007 წელს) გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, ვინც მასტერსის ტურნირი მოიგო. ახალგაზრდა გერმანელ ჩოგბურთელს კარიერაში უკვე ოთხი მოგებული ტურნირი დაუგროვდა.

ცნობილი რუსი ჩოგბურთელის, ალექსანდრ ზვერევის ვაჟმა, ალექსანდერ ზვერევ უმცროსმა ამ გამარჯვებით 820 000 ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ განახლებულ რეიტინგში რუსული წარმოშობის მქონე გერმანელი ჩოგბურთელი უკვე ათეულის წევრი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]