weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ტოჩინოშინმა საგაზაფხულო სუპერტურნირი გამარჯვებით დაიწყო

10:02 ორშაბათი, 12 მარტი 2018

„იმპერატორის თასის“ მოქმედმა გამარჯვებულმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა საგაზაფხულო სუპერტურნირი ჰარუ ბაშო გამარჯვებით გახსნა. ოსაკაში დაწყებული ტურნირის სასტარტო დღეს დასავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯის გაეჯიბრა და მტკივანი ფეხის მიუხედავად მაინც სძლია.

ცნობილია, რომ ტრავმირებული იოკოზუნების, ჰაკუჰოსა და კისენოსატოს ფონზე, ჰარუ ბაშოზე ერთადერთი იოკოზუნა, კაკურიუ ასპარეზობს, რაც მაკუუჩიში (უმაღლესი დივიზიონი) ტოჩინოშინის წარმატების შანსებს ზრდის.

რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში ასევე პირველი გამარჯვება იზეიმა გაგამარუს სახელით ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. ქართველმა გოლიათმა, რომელსაც აღმოსავლეთის მე-5 განთესვა აქვს, დასავლეთის მე-6 ნომერი ჩიიონოო დაამარცხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]