დასავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ტამავაშის შეხვდა და მართალია, მონღოლ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში საგრძნობი უპირატესობა (12-3) ჰქონდა, ამჯერად დამარცხდა.
ძურიოში ასევე პირველი მარცხი შეემთხვა აღმოსავლეთის მე-5 განთესვის მქონე გაგამარუს. ქართველი გოლიათის დაჯაბვნა მონღოლმა ტერუნოფუჯიმ (დასავლეთის მე-5 ნომერი) მოახერხა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და უკანასკნელ ექვს თვეში პირველი გამარჯვება სწორედ ჯუღელთან იზეიმა.