ნოდარ ახალკაცი ხშირად ყოფილა დირექტორი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მატჩებზე, თუმცა ამჯერად შესაძლოა კონფედერაციათა თასის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნონ. აღნიშნული ტურნირი მოგეხსენებათ, ზაფხულში რუსეთში გაიმართება. არის ალბათობა, რომ ახალკაცმა გაისად მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფსაც უხელმძღვანელოს.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ ახალკაცი (უმცროსი) სფფ-ს პრეზიდენტი 2005 წელს გახდა და 2009 წლის შემოდგომამდე გახლდათ აღნიშნულ თანამდებობაზე.