შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში „ჯვაროსნები“ მსოფლიო რეიტინგის ასეულში 2013 წლის შემდეგ პირველად მოხვდნენ.
ლიტვის ნაკრები, რომელსაც ეროვნული გუნდი 24 მარტს თბილისში ამხანაგურად დაუპირისპირდება, რეიტინგში 147-ეა, ხოლო ესტონეთის ნაკრები, რომელთანაც „ჯვაროსნები“ 27 მარტს ითამაშებენ, 82-ე ადგილზე იმყოფება.
უმნიშვნელო ცვლილება მოხდა საუკეთესო ათეულში, სადაც პოლონეთი ერთი პოზიციით დაწინაურდა და ესპანეთს ქულებით გაუთანაბრდა.
1. გერმანია - 1609
2. ბრაზილია - 1489
3. პორტუგალია - 1360
4. არგენტინა - 1359
5. ბელგია - 1337
6. პოლონეთი - 1228
6. ესპანეთი - 1228
8. შვეიცარია - 1197
9. საფრანგეთი - 1185
10. ჩილე - 1161