შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე არანაირი შეზღუდვა და არავითარი წესი აღარ მოქმედებდა, შესაბამისად, რვა კლუბი პირდაპირ დააწყვილეს.
კენჭისყრაზე, რომელსაც UEFA-ს ჩინოსანი ჯორჯო მარკეტი და კიევში გასამართი ფინალის ელჩი ანდრეი შევჩენკო უძღვებოდნენ, შემდეგი მეოთხედფინალური წყვილები შედგა:
ბარსელონა - რომა
სევილია - ბაიერნი
იუვენტუსი - რეალი
ლივერპული - მანჩესტერ სიტი
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩები 3 და 4 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 10 და 11 აპრილს გაიმართება.