მასპინძელი თელაველები გიორგი ნიქაბაძემ 22-ე წუთზე დააწინაურა, სტუმრებმა კი საპასუხო გოლი 70-ე წუთზე გაიტანეს.
„თელავმა“ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: 21. სანიკიძე, 9. იოსელიანი, 3. თოლორდავა, 5. ბერიაშვილი, 14. ჯიქია, 8. კუკუჯანაშვილი, 2. წყაროზია (6. ნოზაძე 68), 20. გოგოლიძე, 28. მარსელო ანხელი (77. რუხაძე 76), 33. ხარებაშვილი (4. მარაქველიძე 77), 99. ნიქაბაძე.
გიორგი დეკანოსიძის გუნდი შემდეგ მატჩს 30 მარტს, კვლავ საკუთარ მოედანზე გამართავს და თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს.