weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველმა 15-წლამდელმა კალათბურთელებმა რიგაში ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგეს

10:56 შაბათი, 17 მარტი 2018

საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ლიგის მესამე წრეში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. პოლონური გუნდის 66:21 განადგურების შემდეგ, ალექსი ჯაფარიძისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ნაკრებმა ლატვიური გუნდი „იუგლა“ დაამარცხა.

ლატვიური გუნდს ტურნირზე 11-დან 8 მოგება ჰქონდა და ლიდერთა შორის იყო. საქართველოს ნაკრებმა კი იგი 15 ქულის სხვაობით 45:30 დაამარცხა.

პირველი ტაიმის შემდეგ ქართველები მხოლოდ 3 ქულას იგებდნენ. ჯაფარიძის გუნდმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა, რომელიც მასპინძლებს 14:3 მოუგო და მესამე წრის ფარგლებში 2-დან 2 გამარჯვება მოაგროვა.

საერთო ჩათვლაში 15-წლამდელთა ნაკრებს 7 მოგება და 5 მარცხი აქვს და ოთხთა ფინალში გასასვლელად დარჩენილ მატჩებში მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვება მართებს. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩში კვლავ ლატვიური გუნდი, რიგის „კრაულა/ვეფ“ იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]