weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ახალი წესი დანერგეს

15:46 შაბათი, 17 მარტი 2018

რუსეთში გასამართ მსოფლიოს საფეხბურთო პირველობაზე ორი ახალი წესი იმოქმედებს, რომლებიც FIFA-მ დაამტკიცა.

მუნდიალზე პლეი-ოფის მატჩებში გუნდებს დამატებით დროებში მეოთხე შეცვლის უფლება მიეცემათ: მერვედფინალიდან ფინალის ჩათვლით, თუ გუნდები ძირითად დროში სამ შეცვლას განახორციელებენ, ოვერტაიმში კიდევ ერთი მოთამაშის შეცვლის უფლება ექნებათ. პირველად ასეთი პრაქტიკა შარშან რუსეთში ჩატარებულ კონფედერაციათა თასზე დაინერგა, როდესაც პორტუგალიის ნაკრებმა ჩილესთან ნახევარფინალში მეოთხე შეცვლა გამოიყენა.

რაც შეეხება მეორე წესს, ის ვიდეორეფერი გახლავთ, რომელიც FIFA-მ ასევე დატესტა შარშანდელ კონფედერაციათა თასზე. ვიდეორეფერით უკვე სარგებლობენ იტალიის, გერმანიის, პორტუგალიისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]