weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველ მორაგბეებს ჰიმნის შესრულებისას მაისურზე „ტატუნაშვილი“ ეწერათ

16:53 კვირა, 18 მარტი 2018

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ჰიმნის შესრულების დროს, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებს მაისურზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ.

„დინამო არენაზე“ ჩემპიონატის ფინალური თამაში 16:00 საათზე დაიწყო. „ბორჯღალოსნები“ რუმინეთის ნაკრებს ხვდებიან და შარშან დათმობილი ევროპის ჩემპიონის ტიტულის და ანთიმოზ ივერიელის თასის დასაბრუნებლად იბრძვიან.

„ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხივე თამაში მოიგეს. 11 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კრასნოდარში, რუსეთის ნაკრები სარეკორდო სხვაობით, 29:9 სძლია.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს ის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა. 26 თებერვალს და 1-ელ მარტს უშედეგოდ დასრულდა დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის გამართული მოლაპარაკებები, ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკითხზე. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდება, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთშია გაგზავნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]