weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვეს

17:13 ორშაბათი, 22 მაისი 2017

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 9 მედლით დაასრულა. სამდღიანი ტურნირის დასკვნით დღეს კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა და მამაკაცთა სამ-სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ხალიჩაზე 6 ქართველი სამბისტი გავიდა და ოთხმა მათგანმა მედალი მოიპოვა.

ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანმა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთის მკვიდრმა ელენე ქებაძემ ფინალში იასპარეზა, თუმცა უკრაინელ ანასტასია საპსაისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ზვიად ოდოშაშვილმა (62 კგ), ნიკო კუციამ (82 კგ) და ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

მანამდე ნინო ოძელაშვილი (72 კგ) და ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) ფინალში დამარცხდნენ, ლევან ბერბერაშვილმა (52 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სულ 14 სპორტსმენით (9 კაცი, 5 ქალი) გამოვიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]