weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

რუსულ გრან-სლემზე საქართველომ მხოლოდ 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

10:13 ორშაბათი, 19 მარტი 2018

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გამართული გრან-სლემის ტურნირი ერთადერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. თავის გამოჩენა ტრავმირებულმა ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ) მოახერხა.

ქართველმა ძიუდოკამ საწყის ორთაბრძოლაში ბრიტანელი სტიუარტ მაკვატი ვაზარიზე დასცა, მეოთხედფინალში კი მომავალ ფინალისტთან, იაპონელ ტაკეში სასაკისთან ვაზარიზე დავარდა. სამაგიეროდ, რეხვიაშვილმა რეპეშაჟში იყოჩაღა, სადაც რუს მურატ ხაბაჩიროვსა და იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს წამებში აჯობა.

ამავე წონაში თამაზ კირაკოზაშვილმა რუსი დენის კალინინი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი პირველ ნომრად განთესილ ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან წმინდად დამარცხდა.

მედალთან ახლოს იყო მძიმეწონოსანი (+100 კგ) ონისე ბუღაძე. მან საწყის შეხვედრაში პირველ ნომრად განთესილ ბრაზილიელ დავიდ მოურას იპონით სძლია, შემდეგ რუმინელ ვლადუც სიმიონესკუსაც წმინდად აჯობა, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ ჰიოგა ოტასთან დამატებით დროში ვაზარიზე დაეცა, ბრინჯაოს მედლისთვის შერკინებაში კი რუს ტამერლან ბაშაევთან 3 შიდო მიიღო. სხვათა შორის, ამავე ძიუდოისტმა გამოთიშა ტურნირიდან გურამ თუშიშვილი.

წარუმატებლად იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. პირველ რაუნდში დავით ოზბეთელაშვილი ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინისთან იპონით დამარცხდა, ონისე სანებლიძე კი ფრანგ ალექსანდე იდირს ვაზარით უგებდა, როდესაც ასევე წმინდად წააგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]