weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორგოძემ და შაფათავამ იტალიური ტურნირი მოიგეს

10:55 ორშაბათი, 19 მარტი 2018

წყვილში მოასპარეზე ქართველმა ჩოგბურთელებმა, ეკატერინე გორგოძემ და სოფო შაფათავამ იტალიის ქალაქ სანტა მარგერიტა დი პულაში გამართული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი $25 000 იყო, ისე მოიგეს, რომ 1 სეტიც კი არ წაუგიათ.

მე-3 ნომრად განთესილმა ქართულმა ტანდემმა  საწყის რაუნდში ხორვატებს - ტენა ლუკასსა და ანა ვრლიჩს 6:4, 7:6 (7:5) სძლიეს, მეოთხედფინალში იტალიელები - მარტინა გარეგარო და ფედერიკა დი სარა დაჯაბნეს: 7:6 (7:3), 6:0, ნახევარფინალში მე-2 რეიტინგის მქონე ფრანგ მანონ არკანიოლისა და სლოვაკ მიჰაელა ჰონჩოვას 6:0, 7:6 (7:3) მოუგეს, ფინალში კი გერმანელები კატარინა გერლაჩი და ლენა რუეფერი 6:4, 7:6 (7:5) დაამარცხეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გორგოძემ და შაფათავამ ერთობლივად უკვე მე-5 ტიტული მოიგეს, მომავალი მატჩები კი ისევ სანტა მარგერიტა დი პულაში ელით, სადაც მორიგი 25 ათასიანი ტურნირი იწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]