weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლატვიაში 11 მედალი მოიპოვა

12:41 ორშაბათი, 19 მარტი 2018

17-18 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ეგიდით გამართულ ფრეიდენფილდსის რიგით 21-ე საერთაშორისო თასის გათამაშებაზე გამოსვლა წარმატებით დაასრულა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდულმა ნაკრებმა.

ბელდუხ გავაშელიშვილისა და გელა საღირაშვილის ხელმძღვანელობით ახალგაზრდა მოჭიდავეებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედლები გიორგი ელბაქიძემ (65 კგ) და გოგა მამიაურმა (74 კგ) მოიპოვეს, ვიცე-ჩემპიონები კი გოგა ძიგუა (57 კგ) და დემურ მეგენეიშვილი (86 კგ) გახდნენ.

შეჯიბრების ბოლო დღეს ტურნირის ჩემპიონები რამაზ თურმანიძე (61 კგ), ივერი ჯულაყიძე (70 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ბექა ნადაშვილი (92 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები თორნიკე ქათამაძემ (61 კგ) და გიორგი შამათავამ (125 კგ) მოიპოვეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა, მეორე - ბელარუსმა, მესამეზე კი პოლონეთის ნაკრები გავიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]