პირველი და მეორე ადგილები ოჯახურმა წყვილებმა გაინაწილეს. ჩემპიონები ნინო სალუქვაძე და მისი ვაჟი ცოტნე მაჭავარიანი გახდნენ 759 ქულით, ვერცხლის მედალი კი თბილისელმა და-ძმამ, ლევან და მეგი ქადაგიძეებმა მოიპოვეს 749 ქულით, თუმცა ამდენივე ქულა დააგროვა მესამეზე გასულმა ქუთაისელმა დუეტმა – ნინო ხუციბერიძემ და შოთა გირგვლიანმა.
საბოლოოდ ვერცხლის მედლის ბედი ერთადერთმა ქულამ გადაწყვიტა: ბოლო სერიაში თბილისელებს 188 ქულა ჰქონდათ (93+95), ქუთაისელებს კი – 187 (93+94).
საქართველოს ჩემპიონატზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომელშიც მონაწილეობა თბილისის, ქუთაისისა და თელავის გუნდებმა მიიღეს, სულ 40 სპორტსმენი გამოვიდა: 20 ქალი და 20 ვაჟი. შერეულ წყვილებამდე ინდივიდუალურ თანრიგებში გამარჯვებულები გახდნენ:
ქალები:
- მარიამ ჩაგანავა (ქუთაისი) – 567 ქულა
- მეგი ქადაგიძე (თბილისი) – 558 ქულა
- ნინო სალუქვაძე (თბილისი) – 555 ქულა
გოგონები:
- ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი) – 557 ქულა
- ლიზი კილაძე (ქუთაისი) – 555 ქულა
- მარიამ ღვინიაშვილი (თბილისი) – 550
მამაკაცები:
- ცოტნე მაჭავარიანი (თბილისი) – 557 ქულა
- ვლადიმერ მაიოროვი (თბილისი) – 572 ქულა
- ლევან ქადაგიძემ (თბილისი) – 569 ქულა
ბიჭები:
- აკაკი მოსულიშვილი (თბილისი) – 553 ქულა
- რევაზ ხარაბაძემ (თბილისი) – 548 ქულა
- ივა ჭანკვეტაძემ (თბილისი) – 540 ქულა
უახლოესი შეჯიბრება ამავე ტირში აპრილში გაიმართება და ის ახალგაზრდებში თბილისის ღია პირველობა იქნება, უფროსები კი სამხრეთ კორეაში გასამართ მსოფლიოს თასზე გამოვლენ.