weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მსოფლიო რბენა კახეთში 6 მაისს გაიმართება

14:45 სამშაბათი, 20 მარტი 2018

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება - მსოფლიო რბენა, საქართველოში უკვე მეხუთედ, 6 მაისს 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ დაიწყება.

მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. საქართველოში უკვე 7000 მონაწილე დარეგისტრირდა. მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

წლევანდელი მსოფლიო რბენის ორივე გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) თავად აირჩევენ, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ 2019 წელს, გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრის სახით გაივლიან რბენაში მოსამზადებელ სპეციალურ ოთხკვირიან კურსს.

წელს საქართველოში ირბენენ: საქართველოს გამარჯვებული გიორგი შეკრელიძე (35.43კმ), გერმანიის გამარჯვებული სებასტიან ჰალმანი (68.47კმ), თურქეთის გამარჯვებული ვეისი ასლანი (57.51კმ), პოლონეთის გამარჯვებული იოანა ზაკჟევსკი (52.26კმ) და 2016 წლის კახეთის გამარჯვებული იანა ხმელევა (34.95კმ).

წლევანდელი სპორტული ღონისძიება კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ სრული მხარდაჭერითა და ორგანიზებით ჩატარდება. გარბენში მონაწილეობას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტის მოადგილე შალვა გოგოლაძეც მიიღებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]