weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰარი კეინმა ოქროს ბუცი ზედიზედ მეორედ მოიპოვა

10:46 სამშაბათი, 23 მაისი 2017

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. 23 წლის ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატი 30 მატჩში გატანილი 29 გოლით დაასრულა და ოქროს ბუცს მეორედ დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ჰარი კეინმა პრემიერ ლიგის ბოლო ორ ტურში 7 გოლი გაიტანა და ამის შედეგად გადაასწრო კონკურენტებს, „ევერტონელ“ რომელუ ლუკაკუსა და „არსენალელ“ ალექსის სანჩესს, რომლებიც შესაბამისად მეორე-მესამე პოზიციებზე გავიდნენ 25 და 24 გოლით.

ჰარი კეინი ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ტიერი ანრის, მაიკლ ოუენის, ალან შირერისა და რობინ ვან პერსის შემდეგ მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ოქროს ბუცი ზედიზედ ორჯერ მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]