weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეათე ორთაბრძოლაში ორივე ქართველი სუმოისტი დამარცხდა

11:59 ოთხშაბათი, 21 მარტი 2018

ელიტარულ დივიზიონში ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ლევან გორგაძე იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე განვლილ 10 ორთაბრძოლაში მესამედ დამარცხდა, რანგით დაბალ დივიზიონში კი მე-4 მარცხი იწვნია თეიმურაზ ჯურელმა, იგივე გაგამარუმ.

სეკივაკეს წოდების (მე-3 რანგი) მქონე ტოჩინოშინი ოძეკი (მე-2 რანგი) გოეიდოსთან დამარცხდა. შედეგად, იაპონელი სუმოისტი ბალანისთ მას გაუთანაბრდა - 7:3. ტოჩინოშინის მორიგი მოწინააღმდეგე კიდევ ერთი ოძეკი სახელად ტაკაიასუ იქნება, რომელსაც მიმდინარე ჰარუ ბაშოზე 8 გამარჯვება აქვს. სუპერტურნირის ერთპიროვნული ლიდერი კი მონღოლი იოკოზუნა კაკურიუ გახლავთ - ამ უკანასკნელს ათივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს და დიდი ალბათობით, ლევან გორგაძისგან „იმპერატორის თასს“ გადაიბარებს.

მე-2 დივიზიონ ძურიოში მე-5 განთესვის მქონე ქართველმა გოლიათმა გაგამარუმ მე-3 ნომერ აძუმარიუსთან წააგო და 6 მოგების წილ 4 მარცხი მოუგროვდა. შემდეგი შერკინებისას ჯუღელის პირისპირ ძურიოს პირველი ნომერი ტაკეკაძე დადგება, რომელიც ლიდერთა სამეულში იმყოფება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]