ჰარუ ბაშოს მე-12 დღეს გამართული შერკინების ხმაურიანი მოგებით სეკივაკეს წოდების (მე-3 რანგი) მქონე ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში გაინაღდა: მისი მოგება-წაგებათა ბალანსი 8:4 გახლავთ.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს ამ მომენტისთვის კვლავაც ხსენებული კაკურიუ ლიდერობს (11:1), მას ბრაზილიელი სუმოისტი კაისეი ჩამორჩება - 10:2.