აღსანიშნავია, რომ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორ მარადონას მშობლიური ქვეყნის ეროვნული ნაკრები მოახლოებული მუნდიალის ფავორიტად არ მიაჩნია.
„საფრანგეთს კარგი გუნდი ჰყავს. მის შემადგენლობაში საუცხოო მოთამაშეები არიან, მაგალითად, როგორიცაა პოგბა, მაგრამ ფრანგები ფავორიტები არ არიან. ეს გუნდი უფრო უკეთესი იქნებოდა, რიბერი რომ ნაკრებში დაბრუნებულიყო. პირადად მე ფავორიტებად გერმანია და ესპანეთი მიმაჩნია“, - განაცხადა ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ.
საყოველთაო მოსაზრებით, რუსეთი 2018-ის ფავორიტებად საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია და მოქმედი ჩემპიონი გერმანია მიიჩნევიან. ბევრი სპეციალისტის შეფასებით კი წარმატების შანსები ასევე ექნებათ პორტუგალიის, ბელგიისა და არგენტინის ეროვნულ გუნდებს.