ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას 36 წლის თავდამსხმელი, თუმცა ინგლისური მედიის ინფორმაციით, იგი ამერიკაში გაემგზავრება და „ლოს ანჯელეს გალაქსის“ მოთამაშე გახდება.
ბოსნიურ-ხორვატული ფესვების მქონე ვეტერანი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წელს ჩაირიცხა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინგლისური გრანდის მაისურით სულ 53 მატჩში 29 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად 2016 წელს ინგლისის სუპერ თასი (Community Shield), 2017 წელს კი ინგლისის ლიგის თასი და ევროპა ლიგა მოიგო.