weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაემშვიდობა

10:40 პარასკევი, 23 მარტი 2018

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაცია თავად შვედმა ფეხბურთის ვარსკვლავმა დაადასტურა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით „წითელ ეშმაკებს“ დაემშვიდობა.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას 36 წლის თავდამსხმელი, თუმცა ინგლისური მედიის ინფორმაციით, იგი ამერიკაში გაემგზავრება და „ლოს ანჯელეს გალაქსის“ მოთამაშე გახდება.

ბოსნიურ-ხორვატული ფესვების მქონე ვეტერანი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წელს ჩაირიცხა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინგლისური გრანდის მაისურით სულ 53 მატჩში 29 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად 2016 წელს ინგლისის სუპერ თასი (Community Shield), 2017 წელს კი ინგლისის ლიგის თასი და ევროპა ლიგა მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]