თორნიკე შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა.
მე-8 ადგილზე მყოფმა „ბასკონიამ“ 15 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და უკვე 2 გამარჯვებით გაუსწრო უახლოეს მდევარ თელ ავივის „მაკაბის“ და თითო მოგებითღა ჩამორჩება მეექვსე-მეშვიდე პოზიციებზე მყოფ რუსულ „ხიმკისა“ და ლიტვურ „ჟალგირისს“.