weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თორნიკე შენგელიას დახმარებით „ბასკონიამ“ ევროლიგაში „ბარსელონა“ დაამარცხა

11:47 შაბათი, 24 მარტი 2018

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგაში მორიგი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა. ბასკური კლუბი ამჯერად კატალონიურ „ბარსელონას“ ესტუმრა და მეტოქე გუნდს მე-2 ტაიმში სძლია - შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა 86:73 მოიგეს.

თორნიკე შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა.

მე-8 ადგილზე მყოფმა „ბასკონიამ“ 15 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და უკვე 2 გამარჯვებით გაუსწრო უახლოეს მდევარ თელ ავივის „მაკაბის“ და თითო მოგებითღა ჩამორჩება მეექვსე-მეშვიდე პოზიციებზე მყოფ რუსულ „ხიმკისა“ და ლიტვურ „ჟალგირისს“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]