„ჯვაროსნებმა“ ლიტვასთან მატჩის მსგავსად შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყეს და მე-6 წუთზე სწრაფი გოლი გაიტანეს, რომელიც კუთხურიდან ჩაწოდებას მოჰყვა - ქართველმა ფეხბურთელებმა თავით ორთაბრძოლა ორჯერ მოიგეს, შედეგად ბურთი „უფას“ მცველ ჯიმი ტაბიძეს მიუვიდა, რომელმაც იგი მკერდზე მიიღო და ახლო მანძილიდან ესტონელთა კარში გადაგზავნა. ეს მისთვის სადებიუტო გოლი იყო. ვლადიმირ ვაისის შეგირდები მწყობრად თამაშობდნენ და პირველ ტაიმში მეორე გოლიც გაიტანეს, როდესაც ვაკო ყაზაიშვილმა 35-ე წუთზე სოლო რეიდი ბრწყინვალე გოლით დაასრულა. მალევე გიორგი პაპუნაშვილს შეეძლო მესამის გატანა.
მეორე ნახევარში გოლის გატანასთან ახლოს ესტონელებიც იყვნენ, თუმცა ძელს გაარტყეს ბურთი, მასპინძელთა მხრიდან კი ნიკა კაჭარავასა და შეცვლაზე შესულ გიორგი ქვილითაიას მართებდათ ანგარიშის გაზრდა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა კვლავ დამაჯერებელი თამაშის ხარჯზე შეძლო მეტოქის დამარცხება.
საქართველო – ესტონეთი 2:0
საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კვერკველია (კაშია 85), კანკავა, ყაზაიშვილი, კვეკვესკირი, კაჭარავა (არაბული 69, ქვილითაია 77), შერგელაშვილი (ლ. დვალი 62), მერებაშვილი (ჯიღაური 62), პაპუნაშვილი (აბურჯანია 83).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ესტონეთი: მეერიტსი, პიკი (კრუგლოვი 62), კაიტი, ანიერი (ლუცი 46), ზენიოვი, ლეპიცუ (დიმიტრიევი 69), კლავანი, ანტონოვი (დმიტრიევი 46), ტენისტე (ელჰი 69), მოროზოვი, ტამი.
მწვრთნელი: მარტინ რეიმი
გოლები: ტაბიძე (6), ყაზაიშვილი (35).
გაფრთხილება: კვეკვესკირი (39) – ანტონოვი (39).
მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)