weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყაზაიშვილი MLS-ში ბექჰემზე, ანრიზე და კაკაზე პროდუქტიულია

10:51 ხუთშაბათი, 29 მარტი 2018

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს ამერიკული კლუბი „სან ხოსე ერსქვეიკსი“ სტატიას უძღვნის, რომელშიც საუბარია 25 წლის ფეხბურთელის ამერიკული კარიერის დასაწყისზე და მოყვანილია ციფრები, რომლის მიხედვითაც ყაზაიშვილს ამერიკულ ლიგაში უფრო კარგი შედეგი აქვს, ვიდრე ბევრ სახელოვან ვარსკვლავს.

„როდესაც თქვენ ფიქრობთ MLS-ის ყველაზე დიდ სახელებზე წარსულში, გახსენდებათ დევიდ ბექჰემი, ტიერი ანრი, კაკა, რობი კინი, ანდრეა პირლო და კვაუტემოკ ბლანკო. ხოლო მოქმედი ფეხბურთელებიდან დავიდ ვილა, დიეგო ვალერი, იგნასიო პიატი, ჯოზი ალტიდორი, ბრედლი რაიტ-ფილიპსი და მიგელ ალმირონი.

რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ყველა ზემოხსენებულ ფეხბურთელებზე უფრო პროდუქტიული საწყის 15 მატჩში ვაკო ყაზაიშვილი იყო?

7 გოლით და 4 საგოლე პასით 1000-ზე ნაკლებ წუთში ვაკო MLS-ის ბევრ ლეგენდარულ ფეხბურთელზე უკეთეს შედეგს აჩვენებს 15 მატჩის გათვალისწინებით. იდეაში, ვაკოს პროდუქტიული თამაში ბევრი ლეგენდარული ფეხბურთელის შედეგს სჯობს. დიეგო ვალერიმ MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება (MVP) მეხუთე, რობი კინმა მეოთხე, ხოლო დავიდ ვილამ მეორე სეზონში მოიგო.

15 თამაში რა თქმა უნდა, ცოტაა ჩემპიონის ზომაზე სასაუბროდ, მაგრამ ფაქტია, ვაკომ გაცილებით სწრაფად მოახერხა აფეთქება, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის ლიგაში უფრო ცნობილმა და გაცილებით ძვირადღირებულმა ფეხბურთელებმა.

მისი შესანიშნავი ფორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საერთაშორისო მატჩებმა. ორ თამაშში ორი გოლი გაიტანა და მათ შორის ესტონეთთან მსოფლიო დონის“. - წერია სტატიაში.

მოცემულ ცხრილში ნახავთ საწყის 15 მატჩის საუკეთესო შედეგებს:

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]