weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში ჩატარებული ევროპირველობა სენსაციურად დასრულდა

11:56 ხუთშაბათი, 29 მარტი 2018

ბათუმში გამართული ევროპის 2018 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში სენსაციური შედეგით დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული ხორვატი ივან სარიჩი (2657) გახდა, რომელსაც მხოლოდ 26-ე განთესვა ჰქონდა.

სარიჩმა დასკვნით მე-11 ტურში თეთრი ფიგურებით ერთ-ერთი ფავორიტი, ჩეხი დავიდ ნავარა (2737) დაამარცხა და 8.5 ქულა მოაგროვა. ხორვატმა მოჭადრაკემ 0.5 ქულით გაუსწრო 7 მოჭადრაკისგან შემდგარ ჯგუფს, რომელშიც რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2738), გევეინ ჯონსი (ინგლისი, 2651), სანან სიუგიროვი (რუსეთი, 2652), მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი, 2707), ანტონ კორობოვი (უკრაინა, 2664), ლუკ მაკშეინი (ინგლისი, 2647) და ელტაჯ საფარლი (აზერბაიჯანი, 2639) შედიან.

სამწუხაროდ, შინაურ ტურნირზე თავი ვერაფრით გამოიჩინეს ქართველმა მოჭადრაკეებმა. საუკეთესო მაჩვენებელი (6.5) მიხეილ მჭედლიშვილს (2600), დავიდ არუთინიანს (2536), თორნიკე სანიკიძესა (2501) და ნიკოლოზ კაჭარავას (2362) ჰქონდათ, რომელთაც შესაბამისად, 47-ე, 56-ე, 73-ე და 83-ე ადგილები ერგოთ.

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2685) ევროპირველობა ჩააგდო. ქართველი დიდოსტატი მე-13 ნომრად იყო განთესილი, თუმცა, 11 ტურში მხოლოდ 5.5 ქულა მოაგროვა და 134-ე პოზიცია დაიკავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]