„ბასკონიას” კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში ისევ არ ყოფილა. ჩვენებურმა პარკეტზე 19.46 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 9 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა. შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა.
„ბასკონია” აქამდე მერვე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ამ გამარჯვებით ორი საფეხურით დაწინაურდა. ამას ხელი კონკურენტის, „ხიმკის“ მარცხმა შეუწყო, ხოლო კაუნასის „ჟალგირისი“ 29-ე ტურის მატჩს პარასკევს ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ „ბასკონიამ“ ევროლიგაში ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო. შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა ბოლოს 22 თებერვალს წააგეს.
ბასკები პლეი-ოფების დაწყებამდე ბოლო ტურში 5 აპრილს, უკანასკნელ საფეხურზე მყოფ „ანადოლუ ეფესს” საკუთარ კედლებში მიიღებენ.