weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ინციდენტის გამო „პ.ა.ო.კ.“ მკაცრად დასაჯა

10:56 პარასკევი, 30 მარტი 2018

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა სალონიკის „პ.ა.ო.კ.“-სა და ათენის „ა.ე.კ.“-ს შორის ბოლო შეხვედრაში მომხდარი გახმაურებული ინციდენტის შესახებ იმსჯელა და გადაწყვეტილებები მიიღო.

  • აღნიშნულ შეხვედრაში „პ.ა.ო.კ.“-ს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და შესაბამისად, ტექნიკური გამარჯვება (3:0) ათენურ კლუბს დარჩა.
  • საფეხბურთო კლუბი „პ.ა.ო.კ.“ დაჯარიმდა 63 000 ევროთი და მომდევნო სამ საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.
  • „პ.ა.ო.კ.“-ის მფლობელი ივან სავიდისი, რომელიც ხსენებულ მატჩში განრისხებული მოედანზე იარაღით შეიჭრა და მსაჯებს დაემუქრა, 100 000 ევროთი დაჯარიმდა და 3 წლის განმავლობაში საბერძნეთის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სტადიონზე შესვლა აეკრძალა.
  • ახლო წარსულში ცნობილი სლოვაკი მსაჯი და ამჟამად „პ.ა.ო.კ.“-ის სპორტული დირექტორი ლუბოშ მიხელი, რომელმაც შეხვედრის მთავარ არბიტრს უთხრა, რომ თუ გოლს არ ჩათვლიდა, მისი საქმე დამთავრებული იყო, 15 000 ევროთი დაჯარიმდა და 90 დღის განმავლობაში სტადიონზე შესვლა აეკრძალა.
  • „პ.ა.ო.კ.“ მომდევნო ჩემპიონატს მინუს ქულებით დაიწყებს.

დღევანდელი სატურნირო მდგომარეობით „ა.ე.კ.“-ს 57 ქულა დაუგროვდა, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ 52 აქვს, „პ.ა.ო.კ.“-ს კი 50. სალონიკელები მეოთხეადგილოსან „ატრომიტოსს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]