თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე გავიდა და ის სტუმარმა მცხეთელებმა გაიტანეს - თავი შოთა დავლაშელიძემ გამოიჩინა. მასპინძელმა თელაველებმა დარჩენილ დროშ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და მიმდინარე გათამაშებაში მეორედ დამარცხდნენ.
4 ტურის თავზე მე-2 ლიგას სწორედ „WIT ჯორჯია“ ლიდერობს 10 ქულით. „თელავი“ კი 4 ქულით ათგუნდიან გათამაშებაში ჯერ-ჯერობით მე-7 ადგილზეა.
მომდევნო ტურის შეხვედრაში, რომელიც 4 აპრილს გაიმართება, „თელავი“ სტუმრად ქუთაისში ქობულეთის „შუქურასთან“ ითამაშებს.