weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან-პრის პირველ დღეს 5 მედალი აიღო

11:32 შაბათი, 31 მარტი 2018

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან-პრის პირველი დღე ჩინებული შედეგით ჩაატარა. ქართველმა სპორტსმენებმა დილის სესიაში კარგად დაწყებული ასპარეზობა საღამოს შესაბამისად განაგრძეს და ორ წონით კატეგორიაში, საერთო ჯამში, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

60 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა: ლუხუმ ჩხვიმიანი უფრო ტიტულოვან თანამემამულე ამირან პაპინაშვილს გაეჯიბრა და დამატებით დროში გადამწყვეტი ვაზარი აართვა. საინტერესოა, რომ ლუხუმმა ამირანს უკვე მე-3 ურთიერთშეხვედრაში აჯობა. აღსანიშნავია ისიც,  რომ ამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკი სრულად ქართველი ძიუდოისტებით დაკომპლექტდა: თემურ ნოზაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა რუს ალბერტ მონგუშს მოუგო, ლაშა ჩადუნელმა კი აზერბაიჯანელი ორუჯ ვალიზადე დაჯაბნა.

66 კგ წონითი კატეგორიის ფინალში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ ვაჟა მარგველაშვილს დიდი ბრძოლა გადახდა და ბრაზილიელ დანიელ კარნინის 3 შიდო „ოქროს ქულებში“ მიაღებინა. ამავე წონაში ლაშა გიუნაშვილი ბრინჯაოსთვის უზბეკ შახრამ ახადოვს გაეჯიბრა და იპონით დამარცხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]