უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ლელო მე-8 წუთზე დადეს, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. შემდეგ ფრანგებმა ჯარიმა გაიტანეს და პირველი ტაიმი 5:3 დასრულდა.მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, რაც საქართველოს გუნდმა მოახერხა და ანგარიში 8:3 გახდა.
საქართველოს 18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.