„შვიდი წლის წინ ვიყავი რუმინეთში და გამარჯვება მოვიპოვე. ეს ჩემი პირველი წარმატება იყო ოცწლამდელებს შორის. იქედან დაიწყო ჩემი დიდი სპორტი. 2019 წელს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს, სადაც მონაწილეობას მივიღებ. ჩემს ყველა გულშემატკივარს უკეთეს შედეგს ვპირდები“, – აღნიშნა ლაშა ტალახაძემ გამარჯვების შემდეგ.
ატაცში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ირაკლი თურმანიძემ მოიპოვა. მან 192 კილოგრამი დაძლია.
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონი 2016 და 2017 წლებშიც გახდა. 2017 წლის დეკემბერში აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.