weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ქართველი მოკრივეები ევროპირველობიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდნენ

11:56 ორშაბათი, 02 აპრილი 2018

საქართველოს მოკრივეთა 22-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა რუმინეთში, ქალაქ ტირგუჟიუში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპირველობაზე სულ 8 ქართველი მოკრივე გამოვიდა და აქედან 4-მა მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი ქართული კრივის ისტორიაში არ ყოფილა.

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ლაშა გურული (64 კგ). მან თურქ თურგულხან ერდერიმს სძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ლაშამ შარშან 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამჯერად კი ევროპირველობის ოქროს მედალი არავის დაუთმო.

ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს - სახილ ალახვერდოვმა (49 კგ) და გიორგი ხარაბაძემ (75 კგ). ბრინჯაოს მედალი ოთარ ნავერიანის ანგარიშზეა (60 კგ).

ნავერიანი ნახევარფინალში ბელარუს დმიტრი ასანაუსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი ავტომატურად გაინაღდა. საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც შალვა დუნდუაა, თბილისში დღეს 16:25 საათზე დაბრუნდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]