weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„თელავი“ ცხრა ტურის შემდეგ ლიგა 3-ის ლიდერია

09:59 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. თეთრ ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდი „თელავი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. უკანასკნელ შეხვედრაში „თელავმა“ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი და პრინციპული მეტოქე გუნდი, თბილისის „შევარდენი 1906“ კაპიტან გიორგი მურველაშვილის 49-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და 18 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.

9 განვლილი მატჩის შემდეგ თელავურ კლუბს 5 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება და 18 ქულა აქვს.

მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილი თელაველი ფეხბურთელები მომდევნო შეხვედრაში 31 მაისს, კვლავ თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ხარაგაულის „ჩხერიმელას“ უმასპინძლებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]